Sunday, June 5, 2016

მეცხრე დღე

  დღეს წარვადგინე ჩემი პროექტი, მივიღე უკუკავშირი  კოლეგებისგან, მივიღე მათგან რჩევები და რეკომენდაციები, შევაფასე კოლეგების პროექტები მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით. გავითვალისწინე რჩევები და ჩავასწორე ჩემი პროექტის გეგმა.საბოლოოდ გადავავლე თვალი პროექტის დოკუმენტაციას, ჩავასწორე და განვაახლე როგორც დისკზე, ასევე ბლოგზე.
   მთელი ტრენინგის მანძილზე მივიღე დიდი გამოცდილება, რომელსაც შემდგომ მუშაობაში გამოვიყენებ აუცილებლად,

Saturday, June 4, 2016

მერვე დღე

დღეს კიდევ ერთხელ დავხვეწე სასწავლო პროექტის გეგმა. შევუსაბამე რესურსები პროცედურებს. შევქმენი ინტერნეტ-საიტების ჩამონათვალი. ბლოგზე გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიო. მოვემზადე პროექტის წარსადგენად. გავინაწილე თეთრი და შავი პიარის როლი. ძალიან მომეწონა ტრენინგი.

Sunday, May 29, 2016

მეშვიდე დღე

დღეს გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას, ჩამოვწერე  რეკომენდაციები სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლისათვის, დავხვეწე პროექტის გეგმა. პროექტის გეგმის პროცედურებში გავითვალისწინე საჭიროებები. შევიმუშავე ტექნიკური და პროგრამული რესურსების ჩამონათვალი, ასევე ინვენტარის და ბეჭდვითი მასალების ჩამონათვალი. დავხვეწე შეფასების რუბრიკები. განვაახლე ინფორმაცია დისკზე.
   მომეწონა  თვითშეფასების ფორმა, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა, რომელსაც შემდგომ მუშაობაში გამოვიყენებ.

Saturday, May 28, 2016

მეექვსე დღე

დღეს შევისწავლე ტექნოლოგიების ინტეგრირება პროექტებით  სწავლებისას. დავიწყე შეფასების რუბრიკების შექმნა. ვიმუშავე პროექტის გეგმის დახვეწაზე; გავუკეთე კომენტარები კოლეგებს.

მეხუთე დღე

 დღეს ჩვენ გავეცანით საავტორო უფლებებს, რომელთა დაცვითაც გადმოვწერე სურათები და დავიწყე ციტირებული დოკუმენტის შექმნა. გავეცანი მოძიებული მასალის სანდოობას და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებებს. სინათლის გამოთიშვის გამო ვერ გამოვაქვეყნე რეფლექსია.

Saturday, May 14, 2016

მეოთხე დღე

დღეს ჩვენ ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე; დავხვეწეთ საკვანძო კითხვები, დავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო. მოვამზადეთ პრეზენტაცია პროგრამა PowerPoint-ში და ვისწავლეთ მისი ბლოგში ჩაშენება. 

Thursday, May 12, 2016

მესამე დღე

 დღეს ჩვენ ვიმუშავეთ სასწავლო პროექტზე, შევისწავლეთ სტანდარტების მოძიება და გადმოწერა,  ჩვენს სასწავლო პროექტზე სტანდარტებისა და 21 საუკუნის უნარ-ჩვევების მორგება.განვაახლეთ ინფორმაცია დისკზე.

Sunday, May 8, 2016

მეორე დღე

   დღეს გავეცანით სასწავლო პროექტის რესურსებს, ბროშურების შექმნას, სურათების ძებნას google-ს საძიებო სისტემაში და მათ გადმოწერას.

პირველი დღე

გავეცანი პროექტებით სწავლებას, პროგრამა ვიუერს. კონკიას პროექტის გეგმას, შევქმენი საქაღალდეები და ავტვირთე დისკზე. მომეწონა ტრენინგი.